ხმელნიცკში, სახელმწიფო მოხელეთა კრებაზე, უმე-ის მრევლი მეუ-ში "გადაიყვანეს"

29 ივნისი 2023 20:20
1161
საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები ხმას აძლევენ ხმელნიცკის უმე-ს თემის მეუ-ში საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლები ხმას აძლევენ ხმელნიცკის უმე-ს თემის მეუ-ში "გადასვლას". ფოტო: скриншот видео пресс-службы Хмельницкой епархии УПЦ

ხმელნიცკის ხელისუფლება სკოლებისა და საბავშვო ბაღების მუშაკებს ავალდებულებს, ხმა მისცენ წმინდა მოწამე ვერას, ნადეჟდას, ლიუბოვისა და მათი დედის სოფიას სახელობის ტაძრის უმე-ს მრევლის იურისდიქციის შეცვლას.

2023 წლის 26 ივნისს ხმელნიცკში გაიმართა ადგილობრივ მაცხოვრებელთა ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც "გადაწყვიტეს" უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის  წმინდა მოწამე ვერას, ნადეჟდას, ლიუბოვისა და მათი დედის სოფიას სახელობის ტაძრის მრევლი მეუ-ში გადაეყვანათ. ამის შესახებ იტყობინება უმე-ს ხმელნიცკის ეპარქიის პრესსამსახური.

შეხვედრაში, რომელიც გაიმართა პანას მირნის ქუჩაზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე, მონაწილეობა მიიღეს მიკრორაიონის საბიუჯეტო სფეროს წარმომადგენლებმა, კერძოდ, სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა, რომლებსაც ხელისუფლება ავალდებულებდა გამოსულიყვნენ ღონისძიებაზე ხმის მისაცემად.

ხმელნიცკის ეპარქიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე 208 მონაწილე დარეგისტრირდა, რეალურად კი 120-მდე ადამიანი დაესწრო.

პარალელურად გაიმართა უმე-ს თემის უფლებამოსილი სამრევლო კრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 380-მა მორწმუნემ. დროებით ტაძარში შეკრებილმა მრევლმა და სასულიერო პირებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, უნეტარესი მიტროპოლიტი ონუფრის ომფორიონის ქვეშ დარჩენას.

როგორც მჯკ იტყობინება, 2022 წლის 26 აგვისტოს, ხმელნიცკის საკრებულომ საზოგადოებას ჩამოართვა წმინდანთა: ვერას, ნადეჟდას, ლიუბოვისა და მათი დედის სოფიას სახელობის ტაძრის ირგვლივ არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება, ხოლო 2023 წლის 22 ივნისს ქალაქის საბჭოს დეპუტატებმა გადაწყვიტეს ეს ნაკვეთი საბავშვო ბაღის ასაშენებლად გამოეყოთ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ