სასამართლომ მიტროპოლიტ იონათანს ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა - ადვოკატი

14 სექტემბერი 2023 16:11
2910
მიტროპოლიტი იონათანი. ფოტო: upload.wikimedia.org მიტროპოლიტი იონათანი. ფოტო: upload.wikimedia.org

ტულჩინის მღვდელმთავრის დამცველმა შეგვახსენა, რომ ბრალდების მხარე ხუთწლიან პატიმრობას საკმაოდ მსუბუქ სასჯელად მიიჩნევს მეუფესთვის.

ვინიცის საქალაქოს სასამართლოს ვერდიქტი ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანის ხუთწლიანი პატიმრობის შესახებ საფრთხის ქვეშ აყენებს 74 წლის მღვდელმთავრის სიცოცხლეს, რომელსაც სერიოზული დაავადებები აქვს. ამის შესახებ განაცხადა „პერში კოზაცკისთან“ ინტერვიუში მეუფეს ადვოკატმა იგორ ჩუდოვსკიმ.

„სასამართლომ ავადმყოფ ადამიანს - მას აქვს ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები - ფაქტიურად სასიკვდილო განაჩენი, - განაცხადა იურისტმა. და თუ რამე მოხდება ამ უსამართლო განაჩენის აღსრულების დროს, ეს იქნება სახელმწიფო ხელისუფლების სინდისზე“.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ შეთითხნილ ბრალდებებზე გასამართლებული მიტროპოლიტი, „სასამართლოს აზრით, უნდა „გამოსწორდეს“ 80 წლის ასაკში“.

დამცველმა ასევე აღნიშნა, რომ ბრალდების მხარე ასეთ სასჯელს საკმაოდ რბილად მიიჩნევს: „ველოდებით პროკურორისგან აპელაციას, რადგანაც, პროკურატურის აზრთ, საკმაოდ მცირეა ავადმყოფი ადამიანისთვის ასეთი „დანაშაულებისთვის“ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საჭიროა სასამართლოსგან ექვსი წლის მოთხოვნა“.

იგორ ჩუდოვსკიმ არ გამორიცხა, რომ მიტროპოლიტ იონათანის ადვოკატები მიმართავენ ევროსასამართლოს, რათა დაამტკიცონ მათი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებების დარღვევის მრავალრიცხოვანი ფაქტები.

იურისტმა ხაზი გაუსვა, რომ მიტროპოლიტ იონათანის საქმემ გამოიწვია დიდი რეზონანსი მსოფლიოში და „ის გახდა ლაკმუსის ქაღალდი, რომელიც ასახავს, მოქმედებს თუ არა უკრაინაში ულების უზენაესობის პრინციპი თუ ჩვენთვის ადრეა საუბარი სასამართლოს სამართლიანობაზე, საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობაზე“ და პირიქით, გვაქვს საფუძველი განვაცხადოთ „სამართალდამცავი ორგანოების თვითნებობაზე და იმაზე, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე მართლმსაჯულება“.

როგორც წერდა მჟკ, ადრე ვინიცის სამხარეო პროკურატურის წარმომადგენელმა კონსტანტინე გოზდულმა განაცხადა რომ მისი უწყება აპელაციას შეიტანს მიტროპოლიტ იონათანისთვის გამოტანილ განაჩენზე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ