გავრცელდა კადრები, თუ როგორ აყალბებს უუს უმე-ის იერარქის წინააღმდეგ მასალებს

03 ნოემბერი 2023 16:14
2331
უუს-ს თანამშრომლები მამა იონათანის სახლში. ფოტო: скриншот t.me/dozor_kozak1 უუს-ს თანამშრომლები მამა იონათანის სახლში. ფოტო: скриншот t.me/dozor_kozak1

ეპისკოპოსის საცხოვრებელის ჩხრეკის დროს უუს-ს ოფიცერმა დადო რამდენიმე ბროშურა, რომელიც მოგვიანებით სასამართლოში ეპისკოპოსის ბრალეულობის „მტკიცებულებად“ იქცა.

ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო მტკიცებულება, თუ როგორ აყალბებენ უუს-ს წარმომადგენლები საქმეს ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონათანის წინააღმდეგ, ჩხრეკის დროს მის საცხოვრებელში როგორ ათავსებენ ბროშურებს.

ეპისკოპოსის იოანათანის ადვოკატმა, იგორ ჩუდოვსკიმ თქვა, რომ ეპისკოპოსის სახლის ჩხრეკისას უუს-ის ოფიცერმა დადო რამდენიმე ბროშურა, რომელიც მოგვიანებით სასამართლოში ეპისკოპოსის ბრალეულობის „მტკიცებულებად“ იქცა.

ვიდეო, რომელიც ჩუდოვსკიმ დეტალურად გააანალიზა, გვიჩვენებს, თუ როგორ მოათავსა უუს-ს ერთ-ერთმა ოფიცერმა დოკუმენტების დასტა პლასტმასის სკამზე, რომელიც დგას მეტროპოლიტის ოთახში.

რამდენიმე წუთში ეს სკამი ეპისკოპოსთან გადაიტანეს და დაიწყეს უუს-ს ოფიცრის მიერ დადებული მასალების დათვალიერება. ბროშურებს შორის იყო „ლოცვა რუსეთის პრეზიდენტისთვის“ და რამდენიმე სხვა ბუკლეტი, რომელთა გავრცელებაშიც სდებენ ბრალს ეპისკოპოსს.

ჩუდოვსკიმ აღნიშნა, რომ მიტროპოლიტ იოანათანის სახლში აღმოჩენილი ბროსურების ტექსტი  მის კუთვნილ კომპიუტერში, ჩხრეკიდან 4 დღის შემდეგ ,,გამოავლინეს’’.

მჟკ უკვე წერდა, რომ მიტროპოლიტ იონათანის ადვოკატის თქმით, ეპისკოპოსის დანაშაულის „მტკიცებულებები“ ხელოვნურად არის შედგენილი.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ