ჩერკასკის მიტროპოლიტმა საავადმყოფოებში მონასტრის ნაცემი კლირიკოსები მოინახულა

23 ნოემბერი 2023 18:35
3269
მიტროპოლიტმა მოინახულა მონასტრის დარბევის შედეგად დაზარალებული მონასტრის მცველები. ფოტო: Черкасская епархия მიტროპოლიტმა მოინახულა მონასტრის დარბევის შედეგად დაზარალებული მონასტრის მცველები. ფოტო: Черкасская епархия

მონასტრის დამცველები ჩერკასკის ორ საავადმყოფოში მკურნალობას იტარებენ.

ჩერკასკის მიტროპოლიტმა თეოდოსმა ჩერკასკის ორ საავადმყოფოში ინახულა ნაცემი და დასახიჩრებული დამცველები ღვთისმშობლის შობის მონასტრისა, რომელიც 2023 წლის 20 ნოემბერს მეუ-ს წარმომადგენლებმე მიიტაცეს, - იუწყება ეპარქიის საიტი. მღვდელმთავარმა ამისთვის ჩერკასკის სოსნოვსკის რაიონული სასამართლოს ნებართვა მიიღო.

ეპარქიის უწყებით, „განსაკუთრებულ ყურადღებას დღეს საჭიროებდა მღვდელი სერგი პაშჩენკო, რომელიც ვერ ლაპარაკობს და მას ჭირდება ტიტანის პლასტების თავის ქალაში ჩასმის კიდევ რამდენიმე ოპერაცია, იმიტომ რომ ის განსაკუთრებით უმოწყალოდ არის ნაცემი“.

მიტროპოლიტ თეოდოსის ლოცვა-კურთხევით, ჩერკასკის ეპარქიის მმართველობა უზრუნველყოფს დაზარალებულთა მკურნალობისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ხარჯებს და სასამართლოებში მათ იურიდიულ თანხლებას. მაგრამ თუ ვინმეს  პირადი დახმარება სურს, ეპარქია დაზარალებულთა რეკვიზიტებს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ კომუფლაჟიანი ხალხის მხეცური თავდასხმის შედეგად, რომლებიც იყენებდნენ ჯაჭვებს, მაკრატლებს და სხვა საგნებს, მონასტრის კლირიკოსებმა და მრევლმა  მოტეხილობები, ტვინის შერყევები, დაჟეჟილობები და ღრმა ჭრილობები მიიღეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ