მეუ-ს თავდასხმის მსხვერპლი ჩერკასში: დაე, მომკლან, რწმენას მაინც არ შევიცვლი

24 ნოემბერი 2023 16:01
1420
ჩერკასის მონასტერზე მეუ-ს აქტივისტების თავდასხმის შედეგად დაზარალებული მრევლი. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Черкасский благовестник» ჩერკასის მონასტერზე მეუ-ს აქტივისტების თავდასხმის შედეგად დაზარალებული მრევლი. ფოტო: скриншот видео YouTube-канала «Черкасский благовестник»

ჩერკასის მონასტერზე მეუ-ს თავდასხმის მსხვერპლმა თხოვნით მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, ყურადღება გაამახვილონ უკრაინაში მორწმუნეთა ხოცვა-ჟლეტაზე.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის მონასტრის 76 წლის მრეველმა ოლეგ სლობოდიანიკმა მსოფლიო საზოგადოებას საავადმყოფოს პალატიდან მიმართა, სადაც იგი მოათავსეს მას შემდეგ, რაც მეუ-ს აქტივისტებმა სცემეს სალოცავის ჩამორთმევის დროს. უმე-ის ჩერკასის ეპარქიამ მამაკაცის მიმართვა YouTube არხზე გამოაქვეყნა.

სლობოდიანიკმა თქვა, ვინც მას სცემეს მონასტერში მისი დიდი ხნის ნაცნობები არიან.

„დაქირავებულმა კუხარჩუკმა, ზაიჩუკმა, ყველა იმ ბიჭმა, ვისაც მრავალი წელია ვიცნობ, ქაოსი მოაწყვეს. დაიწყეს ხალხის ცემა, ქალების, მღვდლების, თავში ურტყამდნენ ყველას, მე ფეხზე ორ ადგილას მომაყენეს მოტეხილობა  და საავადმყოფოში მოვხვდი. არაფრის მეშინია. მივმართავ პოლიციას, უუს-ს. -თქვენ იქ იდექით და საკუთარი თვალით ნახეთ ეს ყველაფერი”, - ამბობს ის. - თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავდით ხალხს და არა მთავრობას ან პრეზიდენტებს. კონსტიტუცია არ გვიცავს. მინდა, რომ ყურადღება მიაქციოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და მომისმინოთ მე, უკრაინის რიგით მოქალაქეს“.

მამაკაცმა ასევე მოუწოდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს მთელი მსოფლიოდან, ყურადღება მიაქციონ იმ ძალადობასა და დევნას, რომელსაც მორწმუნეები უკრაინაში განიცდიან.

მისივე თქმით, ცემის შემდეგაც, კვლავ გრძელდება მუქარები მის მიმართ.

„ჩვენი განადგურება უნდათ, რომ უკრაინაში არ იყოს მართლმადიდებლური რწმენა. ეს ყველაფერი კეთდება „პატრიოტების“ ხელით, თუმცა მე მათ ასე არ დავარქმევ. უკვე დამემუქრნენ, რომ მომკლავენ, სისხლს დაღვრიან და დანით დამჭრიან. <…> მე ყოველთვის პატრიოტი ვიყავი. მე არ ვარ რუსი, არ ვმუშაობ რუსეთისთვის, არ ვმუშაობ პუტინისთვის. მე ვცხოვრობ ჩერკასში, დავდიოდი და ვივლი მართლმადიდებლურ ეკლესიაში. რომც მომკლან, რწმენას არ შევიცვლი. გავუძლებთ. ნუ გეშინიათ, გვაშინებენ, ჩვენი დამორჩილება უნდათ“, - დასძინა მორწმუნემ.

როგორც მჟკ წერდა, ჩერკასში ექიმებმა მონასტერზე თავდასხმის შედეგად დაზარალებულები ქუჩაში გააძევეს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ