ფანარის მეთაური: ჩვენ კათოლიკეებთან ერთად ერთიანობის შეუქცევად გზას ვადგავართ

24 ნოემბერი 2023 17:12
1466
პატრიარქი ბართლომეო რკე-ს კრებაზე ნეაპოლში. ფოტო: fosfanariou.gr პატრიარქი ბართლომეო რკე-ს კრებაზე ნეაპოლში. ფოტო: fosfanariou.gr

პატრიარქმა ბართლომეომ კათოლიკეებს გაუზიარა ფანარის ინიციატივების შესახებ „მეოცე საუკუნეში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს შორის ხელახლა დაახლოების მიზნით“.

2023 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა ბართლომეომ განაცხადა, რომ გზა ყველა ქრისტიანის ერთიანობისკენ შეუქცევადია, იუწყება orthodoxianewsagency.gr.

ნეაპოლის პონტიფიკური უნივერსიტეტის „თეოლოგიის საპატიო დოქტორის“ ხარისხის წარდგენისას პატრიარქმა ბართლომემ კათოლიკეებს გაუზიარა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ინიციატივების შესახებ „მეოცე საუკუნეში აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქრისტიანებს შორის ახალი დაახლოების მიზნით“.

მისი წინამორბედების როლის გახსენებისას - ეკუმენისტების, პატრიარქების - მელეტისა და ათენაგორას, როგორც ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს წარმოშობის მთავარი ინიციატორების, ასევე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსა და კათოლიკეებს შორის ანათემის ურთიერთმოხსნის გახსენებისას  ფანარის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ყველა ეს ნაბიჯი მიუთითებს „შეუქცევად გზაზე ყველა ქრისტიანული ეკლესიის ერთიანობისკენ“.

მჟკ წერდა, რომ ფანარის მეთაურმა ნეაპოლის კათოლიკე ეპისკოპოსთან ერთად ილოცა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ