ხერსონში ზელენსკის აჩუქეს ღვთისმშობლის ,,ხატი’’ კამბალზე

01 დეკემბერი 2023 12:59
3276
გამხმარ ტევზზე დახატული ღვთისმშობლის გამოსახულება. ფოტო: скриншот тг-канала Зеленского გამხმარ ტევზზე დახატული ღვთისმშობლის გამოსახულება. ფოტო: скриншот тг-канала Зеленского

მხატვარმა ღვთისმსობლის ხატი გამხმარ თევზზე გამოსახა.

2023 წლის 29 ნოემბერს ვლადიმერ ზელენსკის, ხერსონში ყოფნის დროს, აჩუქეს ღვთისმშობლის „ხატი“, რომელიც გამომშრალ თევზზე არის დახატული. ვიდეო კადრები ზელენსკის ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა.

თავშესაფარში გადაღებულ კადრებში ჩანს, ხალათში ჩაცმული ქალი ხელთათმანებით, როგორ გადასცემს გამჭვირვალე ყუთს ძაფზე დაკიდებული თევზით.

„ხატი მრავლისმთქმელია, მაგრამ შეიძლება იყოს დაუმორჩილებლობის სიმბოლო“, - უთხრა ქალბატონმა სახელმწიფოს მეთაურს. პრეზიდენტმა საჩუქარი მიიღო.

ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე პროკუდინმა ზელენსკის განუმარტა, რომ თევზებზე ხატის გამოსახვა უძველესი ჩუმაკული ტრადიციაა.

პრეზიდენტისთვის წარდგენილი „ხატი“ ოქტომბერში გამოიფინა ხერსონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში და, სავარაუდოდ, მხატვარ ოქსანა ოსნაჩს ეკუთვნის.

მჟკ წერდა, რომ ზელენსკიმ პაპს ხატი აჩუქა, ამოჩრილი იესო ქრისტეს გამოსახულებით.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ