საბერძნეთის მასმედიაში მოიყვანეს მტკიცებულება მეუ-ს გამო განხეთქილებაზე

31 მარტი 2021 22:51
51
ფანარიონის მეთაური და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pravda.com.ua ფანარიონის მეთაური და ეპიფანე დუმენკო. ფოტო: pravda.com.ua

ბერძენი მღვდელი თვლის, რომ ფანარიონის მეთაურის სიტყვები იმაზე, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში მეუ-ს გამო  არ არის განხეთქილება-ეს ტყუილია.

მღვდელმსახურს, ღვთისმეტყველს, პუბლიცისტსა და ათონში პატრისტიკული გამოცემების ცენტრის ხელმძღვანელს პროტოპრესვიტერ იოანე  დიოტის ფანარიონის მიერ მეუ-სთვის ტომოსის მინიჭების გამო მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილების უამრავი მაგალითი მოყავს. მამა იოანეს სტატია, რომელიც გამოქვეყნდა გაზეთ  «Κιβωτὸς τῆς Ὀρθοδοξίας» (მართლმადიდებლობის კიდობანი) გვერდზე, მოგვიანებით დაიბეჭდა გამოცემა Оrthodoxostypos მიერ.

ამ სტატიაში მღვდელმსახურმა გაანალიზა პატრიარქ ბართლომეს შემდეგი მტკიცება:“ერთიანობა მართლმადიდებლობაში არავითარ შემთხვევაში არ გამოიცდება უკრაინელი მართლმადიდებლების თხოვნაზე მსოფლიო პატრიარქის პასუხის გამო. ტომოსის მინიჭება ავტოკეფალიაზე იყო დედა-ეკლესიის პასუხიმგებლობის აქტი...“

პროტოპრესვიტერი იოანე თვლის, რომ პატრიარქ ბართლომეს ეს სიტყვები უნდა შეფასდეს როგორც „ძირითადად იმათ მოტყუებად, ვინც არ ფლობს ინფორმაციას ამ უპრეცედენტო ეკლეზიოლოგიურ სკანდალზე (ანუ, მეუ-სთვის ტომოსის მინიჭებაზე-რედ.).

შემდეგ მღვდელს მოყავს კონკრეტული მაგალითები, რომლებიც მიუთითებენ იმ ფაქტზე, რომ მსოფლიო მართლმადიდებლობაში განხეთქილება მაინც არსებობს.

„უკრაინის საკითხის გამო მსოფლიო საპატრიარქოს ერთიანობა მართლმადიდებლობის ნახევართან სრულიად განადგურდა, იმიტომ რომ მოსკოვის საპატრიაქომ შეწყვიტა კანონიკური ურთიერთობა მსოფლიო საპატრიარქოსთან,“-წერს ის.

ამ მიზეზით, ამბობს შემდეგ მღვდელი, „მსოფლიო საპატრიარქო და პირადად მსოფლიო პატრიარქი ჩაებნენ სასტიკ კონფლიქტში იერუსალიმის პატრიარქთან. ეს კონფლიქტი ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას.“

მამა იოანე ამტკიცებს, რომ „მსოფლიო პატრიარქი ბართლომე იმყოფება სრულ ეკლეზიოლოგიურ განხეთქილებაში ასევე სერბეთის ეკლესიის ახალ პატრიარქთან პორფირისთან, რომელმაც დაადანაშაულა ბართლომე და ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინულ საკითხს დაბნეულობაში მოყავს მსოფლიო მართლმადიდებლობა.“

გარდა ამისა, მან მიუთითა, რომ „საბერძნეთშიც გრძელდება დიდი სკანდალი უკრაინის ფსევდო-კეფალიის ფსევდო-აღიარების შემდეგ მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებითა და მაღალი რანგის მოღვაწეების განცხადებებით ეკლესიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.“

ასევე, მღვდელ იოანეს სიტყვებით, „ალექსანდრიის საპატრიარქოს იერარქიის მხრიდანაც ჰქონდა ადგილი მღელვარებას, და პატრიარქი თეოდორე  მწვავედ გააკრიტიკეს კიევისა და სრულიად უკრაინის  ცრუ-ეპისკოპოსის ეპიფანეს  თვითნებური და ანტიკანონიკური  აღიარების გამო.“

„თეოდორეს საპატრიარქო ავტორიტეტი  გამოუსწორებლად იქნა შერყეული, რადგანაც ის ჩავარდა წინააღმდეგობასა და არათანამიმდევრულობაში, რამდენადაც კიევისა და სრულიად უკრაინის კანონიერ მიტროპოლიტად ის თვლიდა ონუფრის“-დაწერა მღვდელმსახურმა.

მან გაიხსენა, რომ „უკრაინის საკითხმა გამოიწვია კვიპროსის ეკლესიაში  არქიეპისკოპოსსა და მიტროპოლიტებს შორის არნახული პოლემიკა“, და ასევე „კანონიკური უფლების დამარღვეველმა უკრაინულმა ავტოკეფალიამ დიდი არეულობა გამოიწვია ათონზე .“

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ