ფანარიონი: უკრაინის საკითხში ზოგიერთი ეკლესია შორდება კანონებს

10 სექტემბერი 2021 00:30
33
კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი). ფოტო: orthodoxtimes.com კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი). ფოტო: orthodoxtimes.com

სტამბულში შედგა კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის სამდღიანი სამღვდელმთავრო კრება, სადაც ლაპარაკი იყო „ჭეშმარიტი რწმენის“ განმტკიცების აუცილებლობაზე.

უკრაინის საკითხში ზოგიერთი ეკლესია შორდება კანონებს. ამ დასკვნამდე მივიდა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სამღვდელმთავრო კრება (სინაქსისი), რომელიც შედგა სტამბულში 2021 წლის 1-3 სექტემბერს, იუწყება Orthodox Times.

შემაჯამებელ განცხადებაში ფანარიონის მღვდელმთავრებმა „წუხილით აღნიშნეს“ გარკვეული „მზადება მართლმადიდებლური ეკლესიოლოგიის ცვლილებისთვის“. ამის დასტურია „ბოლოდროინდელი ეკლესიური და არაეკლესიური მოვლენები“, მაგალითად, ოთხი ეკლესიის უარი 2016 წელს კრიტის კრებაში მონაწილეობაზე, უკრაინის ეკლესიის საკითხი და კორონავირუსის პანდემია.

ლაპარაკია იმაზე, რომ ზოგიერთი ეკლესია „თავს არიდებს კანონიკურ ტრადიციას“, ქრისტეს დიადი ეკლესია კი ვერ დარჩება გულგრილი ასეთი „გადახრის“ მიმართ, ხაზი გაუსვეს ფანარიონში.

იქ აგრეთვე აღნიშნეს, რომ  ქრისტიანთაშორის  და რელიგიათშორის დიალოგებში  აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს „ნამდვილ და ჭეშმარიტ მართლმადიდებლურ რწმენაზე“ და გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.

სხვა საკითხებს შორის კონსტანტინოპოლის ეკლესიის მღვდელმთავრებმა იმსჯელეს „მართლმადიდებელი საეკლესიო ტრადიციებისა და მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების შერწყმაზე, აგრეთვე ცვლილებებზე მომავლის საზოგადოებაში; სახარების გავრცელებაზე XXI საუკუნეში, თანამედროვე გეოპოლიტიკურ პირობებზე და მათ როლზე ეკლესიაში“ და სხვ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ