ჩემს მიერ მეუ-ს არაღიარება სინდისისა და კანონების საკითხია, - მიტ. ათანასე

28 სექტემბერი 2021 01:15
46
ლამასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: orthodoxia.info ლამასოლის მიტროპოლიტი ათანასე. ფოტო: orthodoxia.info

ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია მეუ-სთან დაკავშირებით პირადი მოსაზრებებით არ არის ნაკარნახევი.

კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიმასოლის მიტროპოლიტმა ათანასემ განაცხადა, რომ მის მიერ მეუ-ს არაღიარება ეს სინდისისა და ეკლესიის კანონების საკითხია. ამის შესახებ მეუფე ყვებოდა გამომცემლობა «Φ»-თან ინტერვიუში, იუწყება «Ромфея».

მიტროპოლიტმა ათანასემ თქვა, რომ არ ეთანხმება კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლის, არქიეპისკოპოს ქრიზოსტომოსის პოზიციას, რომელმაც ეპიფანე დუმენკო ეკლესიის კანონიკურ წინამძღოლად ცნო უკრაინაში.

გარდა ამისა, მეუფემ ხაზი გაუსვა, რომ მისი პოზიცია არ არის ნაკარნახევი პირადი მოსაზრებებით, ვინაიდან ის არ იცნობს არც უნეტარეს მიტროპოლიტ ონოფრეს, არც დუმენკოს.

 „ეს სინდისის საკითხია, ეკლესიის წმინდა კანონების დაცვის საკითხი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ათანასემ.

მანამდე მჟკ წერდა, რომ ლიმასოლის მოტროპოლიტ ათანასეს აზრით, ეპიფანე დუმენკო არ არის ეკლესიის კანონიკური თავი უკრაინაში.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ