რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს

18 მაისი 2023 10:10
1544
ფანარის მეთაური და სხვა ბერძენი იერარქები, რომლებმაც აღიარეს მეუ, პასუხისმგებელნი არიან დუმენკოვიტების ყველა ხულიგნობაზე. ფოტო: СПЖ ფანარის მეთაური და სხვა ბერძენი იერარქები, რომლებმაც აღიარეს მეუ, პასუხისმგებელნი არიან დუმენკოვიტების ყველა ხულიგნობაზე. ფოტო: СПЖ

დღეს ბერძნები, რომლებმაც აღიარეს მეუ, პასუხისმგებელნი არიან უმე-ს მორწმუნეების ყველა იმ სილურჯეზე, ცრემლებსა და ტანჯვაზე, რომელთაც დევნიან დუმენკოს ქვეშევრდომები.

უმე-ს ტაძრების მიტაცებები დუმენკოს აქტივისტებისა და ხელისუფლების მიერ ახალ დონეზე გავიდა, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუქოდოთ „უსირცხვილო“. თუ ადრე მეუ-ში ვინმე ცდილობდა სიტუაციის წარმოდგენას, თითქოს უმე-ს საეკლესიო თემი ხმას აძლევს გადასვლას, ეს სულაც არაა ასე. დღეს, 2023 წლის გაზაფხულზე, ყველაფერს ჩვეულებრივი ძალა წყვეტს. და მას მეუ-ს რიგითი მოღვაწეები როდი იყენებენ მხოლოდ, არამედ ისინიც, ვინ ახლოსაა პატრიარქ ბართოლომეოსთან, სხვა წინამძღოლებთან და იერარქებთან და ასევე ათონის მონასტრების წინამძღვრებთან.

სოფელი ხოროშევი ჟიტომირთან

აქ ატივისტებმა ხალხი შეკრიბეს კულტურის სახლთან მეუ-ში მიქაელის სახელობის ტაძრის გადასვლასთან დაკავშირებით. ადამიანები ხელს სწევდნენ და შტურმზე მიდიოდნენ. რამოდენიმე ათეული მრევლი, რომელიც ტაძარს იცავდა, უბრალოდ მამაცები არიან. ზღუდე გადაჭრეს რკინის საჭრელით, შემდეგ ტაძრის გარე, მერე შიდა კარები. ეკლესია დაკავებულია.

მეუ-ს „მღვდლები“ უყვებიან ადამიანებს, რისთვის დაიკავეს მათ ტაძარი. იმისთვის, რომ თქვან არა „Христос воскресе“, არამედ „Христос воскрес“: „რისთვის დაიღუპნენ ბავშვები, რისთვის? იმისთვის, რომ ლოცულობენ უკრაინულ ენაზე ბრჭყალებში? განა უკრაინაში ამბობენ „Христос воскресе“? არა, უკრაინაში ამბობენ „Христос воскрес!“.

ქალაქი ბოიარკა კიევთან

აქ ადამიანების ჯგუფმა სამხედრო ფორმასა და ბალაკლავებში მეუ-ს კლირიკოს ვასილი ლილოს მეთაურობით დაიკავა მიქაელის სახელობის ტაძარი. თებერვალში მერმა ზარუბინმა მოაწყო ბოიარკას მაცხოვრებელთა უკანონო კრება ტაძრის მეუ-ში გადასვლასთან დაკავშირებით. რელიგიურმა თემმა ჩაატარა მისი კანონიერი კრება, სადაც გადაწყვიტა უმე-ში დარჩენა, ხოლო ხელისუფლების ქმედებების თაობაზე მიმართა პოლიციას. საქმის წარმოება სასამართლოშია.

ამის მიუხედავად, შეიარაღებულმა ადამიანებმა კამუფლაჟში, რომელთაც ქალაქში უწოდებენ ზარუბინის არმიას, მიტაცება გადაწყვიტეს.

და როცა უყურებ ამ კადრებს, გიჩნდება უსუსურობის გრძნობა. ყველა მომხვდურმა იცის და ხვდება, რომ ხდება დანაშაული, რომ მიმდინარეობს ეკლესიის ღია და დაუფარავი მიტაცება, მაგრამ არავის არაფრის გაკეთება არ შეუძლია. პოლიცია უბრალოდ ჩუმად უყურებს, აკონტროლებს ადგილობრივი მმართველი - მერი ზარუბინი. ბანდიტები აუჩქარებლად ჭრიან ზღუდეს, შემდეგ - ტაძრის კარებს. უშვებენ გაზს. წინამძღვარსა და დედაოს სცემენ. არა ძალიან, უბრალოდ ისე, რომ ხელი არ შეუშალონ.

ყოველივე ამ დანაშაულს ხელმძღვანელობს მეუ-ს „მღვდელი“ ვასილი ლილო. მას ბოიარკაში აქვს ნიკოლოზის ტაძარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. თუმცა, ის ცდილობს მიიტაცოს სხვისიც.

მომდევნო დღეს ლილო წირვას ასრულებს ახალმიტაცებულ ტაძარში. მას რამოდენიმე ადამიანი ესწრება. ნამდვილი თემი იძულებულია ილოცოს ქუჩაში კარებთან. ტაძარი იარაღიანი მებრძოლების დაცვის ქვეშაა.

და ლილო უბრალო რიგითი რეიდერი  როდია, რომელიც მეუ-ში მრავლადაა. ესაა ეპიფანეს ნდობით აღჭურვილი პირი, ოფიციალური საერთაშორისო დელეგაციების წევრი, რომელიც ახლოსაა ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებთან და იერარქებთან.

აი, ის პატრიარქ ბართოლომეოსთან. ის მისი ხელიდან იღებს ჯილდოდ ჯვარს.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 1

 აი, ლილო ალექსანდრიის პატრიარქ თეოდორთან.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 2

აი - კვიპროსის ეკლესიის წინამძღოლთან, არქიეპისკოპოს გიორგისთან.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 3

აი, ლილო ელადის წინამძღოლთან იერონიმესთან ღვთისმსახურებაზე.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 4

აი, ათენის ქსენოფონტის მონასტრის წინამძღოლთან არქიმანდრიტ ალექსისთან.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 5

მიტაცების შემდეგ ლილო მეუ-ს დელეგაციის შემადგენლობაში ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთში, თესალონიკის მიტროპოლიტ ანფიმესთან.

რატომ არიან ბერძნები პასუხისმგებელნი რეიდერების გამო, რომლებიც გამოზარდეს - სურათი 6

რას ნიშნავს ყოველივე ეს? იმას, რომ დღეს მეუ-ს აღიარება ათონელების, ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლებისა და იერარქების მიერ სულაც არაა საეკლესიო პოლიტიკის საკითხი. ეს არის სერგეი დუმენკოს ხელქვეითების ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობის განაწილება. ეგზიუპერს „პატარა პრინცში“ აქვს ცნობილი ფრაზა: „ჩვენ პასუხს ვაგებთ მის მიმართ, ვისაც მოვიშინაურებთ“. ასე რომ, ბერძნები, რომლებმაც ცნეს მეუ, პასუხს აგებენ უმე-ს მორწმუნეების ყველა იმ ჩალურჯებაზე, ცრემლსა და ტანჯვაზე, რომელთაც დღეს დუმენკოს ხელქვეითები დევნიან. და საქმე არა მხოლოდ ვასილი ლილოს როდი ეხება, რომელთანაც ისინი პირადად ურთიერთობენ, არამედ ყველა სხვა დანარჩენს. მაგალითად, ეპიფანეს სამწყსოზე ტრებუხოვში, რომელმაც უმე-ს ტაძარი 2023 წლის აპრილში მიიტაცა.

ჯერ კიდევ 2022 წელს სერგეი დუმენკო მასპინძლობდა ბროვარის მერს იგორ საპოჟკოს დეპუტატებთან ერთად წმინდა საფარველის თემის საფარქვეშ. და ყველას მშვენივრად ესმოდა ირგვლივ, რომ ეს იყო აშკარა სიცრუე, რომ საპოჟკოს დეპუტატებთან ერთად თემთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. თუმცა, ისევე როგორც ბოიარკაში, ეს სულაც არაა მნიშვნელოვანი, თუ გაქვს ძალა. მოდიან ადამიანები კამუფლაჟებში, რკინის საჭრელებით ჭრიან ჭიშკარს, კარებს და იტაცებენ ტაძარს. ისინი ასევე აძევებნ მღვდელს მისი სახლიდან ოჯახთან ერთად. მოდით მოვისმინოთ, როგორი ქრისტიანული აზრები გააჩნია ტრებუხოვში ტაძრის ახალ პატრონებს. ისინი ამბობენ, რომ ბიბლია და ლოცვები ზიარებისთვის მოსამზადებლად არის ნაგავი, რომელსაც ისინი მოისვრიან სანაგვეზე.

იაროსლავ ბონდარენკო, მეუ-ს აქტივისტი: „ვახდენთ ნაგვის უტილიზაციას (ზიარებისთვის მომზდების ლოცვების შესახებ- რედ.). ვიპოვეთ ნაგავი. ამ წიგნს (ბიბლიას- რედ.) გადავცემთ ბოგდანს (ბროვარიის სამხარეო საბჭოს დეპუტატს - რედ.), ის მოახდენს მის უტილიზაციას. ნაგავი რუსულია (ბიბლია -რედ.), რომელიც არ იქნება ჩვენს ეკლესიებში. ნაგავი ნაგავს ემატება, ესეც აიღეთ“.

შეხედეთ სცენას, სადაც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის თემს დევნიან მათი სიწმინდეებიდან. მოისმინეთ ადამიანების ეს ველური ყიჟინა, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ, შეხედეთ მათ სახეებს. ახლა კი შეხედეთ ხატებს, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ტაძარს. ნუთუ ერთიც და მეორეც - ქრისტეს მოწაფეები არიან?

ხშირად გვეჩვენება, რომ სახარების დრო უკვალოდ დაიკარგა, რომ დღეს რწმენისთვის ტანჯვა შეუძლებელია, რაც ამჟამინდელ ცივილიზაციურ ეპოქაში უბრალოდ არ არსებობს.

განა ტრებუხოვში მრევლმა რამენაირად დაიმსახურა დევნა? განა რამეში არიან დამნაშავეები ბოიარკის მორწმუნეები, რომლებიც ახლა იძულებულნი არიან ილოცონ მისი ტაძრის კარების წინ? იქნებ, დაიმსახურა სირცხვილის დერეფანი ამ ორმა ბებომ ტერნოპოლში?

რა, ისინი ნამდვილად არიან უფს-ს აგენტები, მოსკალები და მოსკოველი მღვდლები, რომლებიც მოსკოვში უნდა გააგზავნო? არა, რასაკვირველია. ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ ეს სრული სიცრუეა. ყველა ეს ადამიანი დამნაშავეა მხოლოდ იმაში, რომ ისინი ქრისტეს მოწაფეები არიან. მათი დევნის სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს.

გავიხსენოთ მაცხოვრის გაფრთხილება: „თუ მე მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“. გავიხსენოთ მისი სხვა სიტყვებიც: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველგვარ ბოროტებას დაგაბრალებენ ჩემ გამო“. განა ის, რაც ქრისტეცმ 2000 წლის წინ თქვა, ამ ადამიანებზე არაა?

თუ ეს ასეა, მაშ, ვინ დევნის მათ დღეს? ისევ ქრისტეს მოწაფეები?

„თუ ყოველი სამეფო თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება“, - ამბობს მაცხოვარი. არ შეიძლება ქრისტეს ზოგიერთი მოწაფე დევნიდეს, შეურაცხყოფას აყენებდეს, ცემდეს სხვებს,  სანაგვეზე აგდებდეს უფლის სიტყვას. „ვინ მეუბნება უფალო, უფალო, ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას“. ძალადობას, ბოროტებას, სიძულვილს, სისაძაგლეს არაფერი საერთო არ შეიძლება ჰქონდეს უფლის ნებასთან.

აქედან გამომდინარე, ისინი, ვინც ყოველივე ამას ასრულებს, სულაც არ არიან მისი მოწაფეები. სასულიერო ბრძოლაში ისინი სხვა მხარეს არიან. მარტივი ლოგიკა გვეუბნება: იერარქები, რომლებიც ასეთ ადამიანებს უჭერენ მხარს, ასევე იმყოფებიან იმავე მხარეს. და ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ეს არაა ქრისტეს მხარე.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ