ვინ მართავს უმე-ს ანუ სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ექსპერტიზის ანალიზი ჯანსაღი აზრის თვალსაზრისით

27 სექტემბერი 2023 15:30
892
ტომას ბრემერი. ფოტო: сайт Мюнстерского университета ტომას ბრემერი. ფოტო: сайт Мюнстерского университета

გერმანელმა ღვთისმეტყველმა ტომას ბრემერმა „ერისკაცების“ მოთხოვნით გააანალიზა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ექსპერტიზის შედეგი უმე-სა და რმე-ს კავშირების საგანზე. მოდით, განვიხილოთ რა დასკვნებამდე მივიდა ის.

მიუნსტერის უნივერსიტეტის ძალიან ავტორიტეტულმა კათოლიკე ღვთისმეტყველმა და პროფესორმა ტომას ბრემერმა „ერისკაცების“ მოთხოვნაზე გააკეთა სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის ექსპერტიზის ანალიზი უმე-სა და რმე-ს „კავშირებზე“, რომელშიც მან სახელმწიფო ეთნოპოლიტიკის დოკუმენტს უწოდა „მიკერძოებული“, რომელიც „ამახინჯებს ფაქტებს“ და მან საერთოდ განაცხადა, რომ ის არანაირად არ შეიძლება განვიხილოთ უმე-ს მს-თან კავშირების დადასტურების სახით. ღვთისმეტყველმა ძალიან ხისტად გააკრიტიკა ვ. ელენსკის ხელქვეითების ექსპერტიზა. ჩვენ გთავაზობთ დეტალურად განვიხილოთ, რატომ მიუდგა ის ასე დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც უკრაინაში ადგილი ჰქონდა რეპრესიებს უმე-თან მიმართებაში.

2022 წლის 1 დეკემბერს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მისი ბრძანებით აამოქმედა ნუთს-ს გადაწყვეტილება, რომლითაც დაავალდებულა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური დაავალდებულა ორთვიან ვადაში ჩაეტარებინა უმე-ს მართვის წესდების რელიგიათმცოდნეობითი ექსპერტიზა მოსკოვის საპატრიარქოსთან საეკლესიო-კანონიკური კავშირის არსებობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში „გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ზომები“.

2023 წლის დასაწყისში სინდისის თავისუფლებისა და ეთნოპოლიტიკის სახელმწიფო სამსახურმა ეს ექსპერტიზა ჩაატარა.

ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მიერ დანიშნულმა „სპეციალისტებმა“ გააკეთეს დასკვნა, რომ უმე-ს არ გააჩნია დამოუკიდებლობა და წარმოადგენს რმე-ს ნაწილს.

პრაქტიკულად ამ ექსპერტიზაზე რეაგირება მოახდინეს უმე-ს იურიდიულ განყოფილებაში. მისმა მეთაურმა დეკანოზმა ალექსანდრე ბახოვმა ყურადღება მიაქცია, რომ დოკუმენტში ჩანაცვლებული იყო კვლევის საგანი და ნაცვლად იმისა, რომ „დადგენილიყო საეკლესიო-რელიგიური კავშირი“, ექსპერტები „გადავიდნენ დამოკიდებულება/დამოუკიდებლობაზე, ავტოკეფალი/არაავტოკეფალიაზე“. იურისტის სიტყვებით, მთელი ექსპეტიზა არის „ფილოსოფიისა და ისტორიის სპეციალისტების ინტერპრეტაცია უმე-ს მართვის შესახებ წესდებაში საეკლესიო-კანონიკური კავშირის ხედვის თაობაზე“. მან ასევე განაცხადა, რომ მისი დასკვნების კითხვისას, მას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ექსპერტებს „მითითებებს აძლევდნენ რუსეთიდან, ხოლო  კვლევის საგანი გახდა სწორედ რმე-ს წესდება“ და არა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წესდება.

ოდნავ მოგვიანებით, კიევ- პეჩერის ლავრის ადვოკატმა დეკანოზმა ნიკიტა ჩეკმანმა კიევის საოლქო ადმინისტრაციულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის უკანონობის შესახებ, მიუთითა რა მისი ჩატარების დროს მრავალრიცხოვან დარღვევაზე. ერთ-ერთი ასეთი დარღვევა, მამა ნიკიტას სიტყვებით, გახდა ის ფაქტი, რომ კვლევა ჩაატარეს „მიკერძოებულმა პირებმა, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს ნეგატიური დამოკიდებულება უმე-ს მიმართ“. მან ასევე გამოთქვა „კანონიერი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო განხილვის“ იმედი. გასაგებია, რომ თანამედროვე პირობებში უმე-ს მორწმუნეებს არ უწევთ სასამართლოს „მიუკერძოებლობის“ იმედი.

სწორედ ამ მიზეზით, საზოგადოებრივმა ორგანიზაცია „ერისკაცებმა“ გადაწყვიტა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების „საექსპერტო კომისიის“ დასკვნების ანალიზის ინიცირება. უმე-ს ყველა ოპონენტის საყვარელი ხერხი - ნებისმიერ „არახელსაყრელ“ მასალაში „მოსკოვის ხელის“ დანახვა. თუმცა, ამ სიტუაციაში ამის გაკეთება ვერ ხერხდება სურვილის მიუხედავად. ბრემერის დადანაშაულება კვლევის შედეგების ანგაჟირებაში ან დაინტერესებაში არანაირად არ შეიძლება, რაც სხვათაშორის, „ერისკაცების“ პასუხის დასაწყისში ხაზგასმული იქნა თავად პროფესორის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ „ვარ რა რომაულ-კათოლიკური ეკლესიის ღვთისმეტყველი გერმანიიდან, არ მივეკუთვნები ამ საკითხის არც ერთ მხარეს“. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მის დასკვნებს უნდა დავუგდოთ ყური.

ბრემერის პასუხი ოთხ პარაგრაფადაა დაყოფილი, რომელთაგან თითოეულს რამოდენიმე პუნქტი გააჩნია.

უმე-ს წესდება

პირველი პარაგრაფი ეძღვნება უმე-ს ახალი წესდების ანალიზს, რომელიც მიღებულ იქნა 2022 წლის 27 მაისს თეოფანიაში საეკლესიო კრებაზე. ბრემერმა შეგვახსენა, რომ ამ დრომდე ის იყო „თვითმართვადი ეკლესია ფართო ავტონომიის უფლებებით“ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის შემადგენლობაში, ხოლო ძირითადი კავშირები ითვალისწინებდა უმე-ს მეთაურის მონაწილეობას რმე-ს სინოდში და უმე-ს ეპისკოპოსების მონაწილეობას რმე-ს მღვდელმთავართა და ადგილობრივ საეკლესიო კრებებში. პროფესორმა ასევე აღნიშნა, რომ უმე მირონს მოსკოვიდან იღებდა.

თუმცა, როგორც ღვთისმეტყველი მიუთითენს, უმე-ს ახალ წესდებაში „არანაირი შეხსენება არ ხდება რმე-სადმი მის მიკუთვნებულობაზე“ , ხოლო თეოფანიაში საეკლესიო კრებამ შემოიღო ლოცვებში მოხსენების ახალი ფორმა, მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ სამრევლოების გახსნასა და მირონის ხარშვაზე.

მეთოდოლოგიური პრობლემები

ბრემერმა ასევე აღნიშნა, რომ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის მოხსენებაში არის „მეთოდოლოგიური ხასიათის ნაკლოვანებები“.

ჯერ ერთი, წერს ღვთისმეტყველი, პრეტენზიები უმე-ს სტატუსის „მოშლაზე“ მსოფლიო მართლმადიდებლობაში „კანონიკურ სამართალში შეიძლება გახდეს კრიტერიუმი მხოლოდ შეფასებისთვის, რომელის წარმოადგენს კონფესიურს ანუ საღვთისმეტყველო ან შიდასაეკლესიო პოზიციიდან გაკეთებულს“ ანუ განმარტავს პროფესორი, უმე-ს სტატუსის „მოშლა“ არის ეკლესიის შიდა საქმე, რომელმაც „არ შეიძლება არანაირად მოახდინოს გავლენა აღმსარებლობის თავისუფლებაზე“. მან შეგვახსენა, რომ „უმე არის მსოფლიოში ერთადერთი მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ორგანიზებულია კანონებისთვის არადამახასიათებელი ხერხით“, ხოლო „ეკლესიები, არასდროს არ ფუნქციონიერებენ იდეალურად ყველა წესისა და მითითების შესაბამისად“.

გარდა ამისა, ბრემერი თვლის, რომ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის კომისიამ დაარღვია „არგუმენტაციის ლოგიკა“, რადგანაც მისი მიზანია უმე-სა და რმე-ს შორის კავშირების გაწყვეტის მტკიცებულებები და არა „გამოცნობა და ჰიპოთეზური ვარაუდების გაკეთება“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უმე-ს მიმდინარე სტატუსის ანალიზისთვის აუცილებელია მხოლოდ წესდების გათვალისწინება, რომელიც მიღებულ იქნა თეოფანიაში  საეკლესიო კრებაზე და არა „უფრო ადრეული დოკუმენტები, რომლებიც შედგენილია იმ პერიოდში, როცა უმე არ აცხადებდა რმე-გან მის დამოუკიდებლობას“. ეს ნიშნავს იმას, წერს ის, რომ „რმე-ს არც ერთი დოკუმენტი არ შეიძლება იყოს რაიმეს მტკიცებულება უმე-თან მიმართებაში“.

უფრო მეტიც, გერმანელი ღვთისმეტყველის აზრით, „რუსეთსა და რმე-ს დოკუმენტებზე, წესდებებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობა“ არ შეიძლება, რამდენადაც რუსეთის ორგანიზაცია ამგვარად შეიძლება გავლენას ახდენდეს უკრაინის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებებზე“.

ბრემერმა ასევე მიუთითა, რომ თუ კომისია აკეთებს დასკვნას, რომ უმე ჯერ კიდევ წარმოადგენს რმე-ს ნაწილს, მან უნდა დაამტკიცოს ეს მის ხელთ არსებული მასალებით და არა ივარაუდოს რაღაც არარსებული“.

ფაქტების შეფასება

მეთოდოლოგიური ნაკლოვანებების გარდა, თვლის მიუნსტერის უნივერსიტეტის პედაგოგი, „კომისია ასევე განმარტავს ზოგიერთ ფაქტსა და დოკუმენტს ისე, რომ ყოველივე ეს არადამაჯერებლად გამოიყურება“, რამდენადაც „ეყრდნობა სადაო და შესაბამისად, საეჭვო საღვთისმეტყველო წინაპირობებს“.

მან შეგვახსენა, რომ „თუნდაც უმე-ს ჰქონდეს სტატუსი, რომელიც არ წარმოადგენს არც ავტონომიურს, არც ავტოკეფალურს, არამედ თვითმართვადსა და დამოუკიდებელს“, კომისიას, როგორც სახელმწიფო ორგანოს, „უფლება არა აქვს განსაჯოს, შეესაბამება თუ არა ეს საეკლესიო სამართალს და გააკეთოს  აქედან დასკვნები“.

ბრემერმა განაკუთრებული ხაზი გაუსვა იმას, რომ ყველა მოთხოვნა და მითითება სახელმწიფოს მხრიდან  იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ უმე-მ უნდა გააკეთოს ის, რომ გახდეს „ავტოკეფალური“ – „ეს პირდაპირ არის რელიგიის თავისუფლების დარღვევა“, რამდენადაც „სახელმწიფო დაწესებულებას არა აქვს უფლება უბრძანოს რელიგიურ საზოგადოებას ორგანიზაციის ხერხის თაობაზე“.

პროფესორი დარწმუნებულია, რომ ეთნოპოლიტიკასა და სინდისის თავისფულებას არ გააჩნია ნეიტრალური პოზიცია მართლმადიდებლურ ეკლესიოლოგიასთან დაკავშირებით, შესაბამისად კი მისი დასკვნები მოცემულ შემთხვევაში - არაობიექტურია. ექსპერტთა განცხადებები, რომ „დამოუკიდებელ ეკლესიას სჭირდება ტომოსო“, ბრემერის აზრით, ასევე გამოიყურება უცნაურად, რამდენადაც უმე მს „უკრაინაში არსებობდა 25 წელზე მეტია ყოველგვარი ტომოსის გარეშე, პრეტენზიას გამოთქვამდა ავტოკეფალურიაზე და სრულ შესაბამისობაში იყო უკრაინის კანონმდებლობასთან“.

იმაზე მითითებით, რომ უმე-მ შეცვალა მოხსენიების ფორმულა თეოფანიაში საეკლესიო კრების შემდეგ, რაც არ აღნიშნეს თავის მოხსენებაში ექსპერტებმა, გერმანელი პროფესორი ხაზს უსვამს, რომ „არც ერთი ადგილობრივი მართლმადიდებლური ეკლესია არ გამოდის უმე-ს გადაწყვეტილების წინააღმდეგ გახსნას სამწყსოები საზღვარგარეთ“, ხოლო უმე-ს სასულიერო პირები, რომლებიც აქ, გერმანიაში ცხოვრობენ და მსახურობენ, მიმართავენ სხვა მართლმადიდებლური ეკლესიების მღვდლებსა და მღვდელმთავრებს. „ეს არ იქნებოდა, უმე-ს მრევლი და მღვდლები რომ არ იყვნენ კანონიერები“, - ამტკიცებს ბრემერი.

იურიდიული პრობლემა

მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორმა შეგვახსენა, რომ უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, უმე-ს ჰქონდა სრული უფლება მონაწილეობა მიეღო რელიგიათამცოდნეობის ექსპერტიზის პროცესში. მართლაც, სახელმწიფო დაწესებულებამ ეკლესიას მიმართა გამოეგზავნა მისი წარმომადგენელი. თუმცა, კომისიის შემადგენლობამ გამოიწვია წინააღმდეგობა უმე-ს მხრიდან, რაზეც არანაირად არ ირეაგირა ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურმა. უფრო მეტიც, კომისიამ  ექსპერტიზის ობიექტის სახით მიიღო ორი წერილი უმე-ს თავმჯდომარისგან, რაც დაიწერა იქამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ კომისია მოხსენებას გააკეთებდა. ამდენად, თვლის ბრემერი, გამორიცხული არაა, რომ ექსპერტიზის დასკვნები „შედგენილია უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით“.

ექსპერტთა კომისიის მოხსენების გაანალიზებისას, პროფესორი ბრემერი მივიდა დასკვნამდე, რომ ამ დოკუმენტს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები, როგორც მეთოლდოგიური, ასევე ფაქტიური კუთხით. მან აღნიშნა, რომ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახური „მხედველობაში იღებს ფაქტებს, რომლებიც საუბრობენ გარკვეული შედეგის სასარგებლოდ და ახდენენ სხვების იგნორირებას“, ხოლო „შეფასება ატარებსს მიკერძოებულ ხასიათს და ამახინჯებს მოყვანილ ფაქტებს“, არ იძლევა რა „არანაირ დადებით მტკიცებულებებს იმასთან დაკავშირებით, რომ უმე კვლავაც წარმოადგენს რმე-ს ნაწილს“.

შესაბამისად, თვლის მიუნსტერის უნივერსიტეტის პროფესორი, საექსპერტო კომისიის დასკვნა არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც უმე-სა და რმე-ს საეკლესიო -კანონიკური კავშირის დადასტურება, ხოლო მისი დასკვნები - „არაა დამაჯერებელი“.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ