ჩვეულებრივი ჩინოვნიკის ჩევულებრივი ანტისემიტიზმი

02 ნოემბერი 2023 12:32
2409
ანტისემიტი ხელმძღვანელობს ეთნიკური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტს უკრაინაში? ფოტო: СПЖ ანტისემიტი ხელმძღვანელობს ეთნიკური პოლიტიკის სახელმწიფო კომიტეტს უკრაინაში? ფოტო: СПЖ

შეუძლია ევროპულ ქვეყანაში ადამიანს, რომელიც ქადაგებს ანტისემიტიზმს, ეკავოს ერთ-ერთი მაღალი სახელმწიფო პოსტი? უკრაინაში - კი. მოდით, გავერკვეთ დეტალურად.

დღეს მთელი მსოფლიოს ყურადრება მიპყრობილია ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე. ბევრი პოლიტოლოგი თვლის, რომ ომი უკრაინაში და ჰამასის ტერორისტული აქტი ისრაელის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია ცახალის ოპერაცია ღაზაში - ერთი ჯაჭვის რგოლებია, ერთი საშინელი დრამის აქტებია.

უკრაინამ ამ კონფლიქტში თავისი მხარე აირჩია ისრალზე ჰამსის თავდასხმის პირველივე დღეს. 2023 წლის 7 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა თავის ფეისბუქ-გვერდზე დაწერა: „მსოფლიოში არსადა არ შეიძლება მეორე შანსი მისცე ტერორს, რადგანაც ტერორი ყოველთვის წარმოადგენს დანაშაულს არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის წინააღმდეგ, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთისა და მთელი დედამიწის წინააღმდეგ. ვინც არ უნდა იყენებდეს ტერორს, ეს არის დანაშაული მსოფლიოს წინააღმდეგ. ვინც არ უნდა აფინანსებდეს ტერორს, ეს არის დანაშაული სამყაროს წინააღმდეგ. სამყარო უნდაიყოს ერთიანი და სოლიდარული, რათა ტერორმა არასდროს და არსად არ სცადოს სიცოცხლის დაქვემდებარება ან დანგრევა. ისრაელის თავდაცვის უფლება არ ექვემდებარება ეჭვის ქვეშ დაყენებას“.

ბევრმა ქვეყანამ ანალოგიური პოზიცია დაიკავა. აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერები პირადად ჩავიდნენ ისრაელში, რათა გამოეხატათ მხარდაჭერა ებრაელი ხალხის მიმართ. მათ საგნებს თავიანთი სახელები უწოდეს: ტერორიზმს - ტერორიზმი, არაადამიანურობას - არაადამიანურობა, ფანატიზმს - ფანატიზმი. არ გასულა ბევრი ხანი, ისრაელმა დაიწყო ღაზას ბარბაროსული დაბომბვა და მსოფლიოში ანტისემიტიზმის უდიდესი ნაპერწკალი აგორდა. ირანის, თურქეთის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა ფაქტიურად განაცხადეს მათი ანტისემიტური პოზიციის შესახებ.

მაგალითად, რ. ერდოღანმა 2023 წლის 28 ოქტომბერს სტამბულში გამართულ მრავალათასიან მიტინგზე განაცხადა: „ისინი, ვინც ნიანგის ცრემლებს ღვრის მშვიდობიან მაცხოვრებლებზე, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინა-რუსეთის ომში, ჩუმად უყურებენ ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიკვდილს ღაზაში“.

ირანი იმუქრება ჩაერთოს ისრაელში მიმდინარე ომში და შემდეგს აცხადებს: „სიონისტური რეჟიმის დანაშაულები წითელ ხაზებს გასცდა, რაც თითოეულს აიძულებს მიიღოს ზომები“. ძნელია არ დაეთანხმო მათ, მაგრამ ერთი პირობით - ჰამასის დანაშაულები ასევე უნდა იყოს აღიარებული „წითელი ხაზების“ გადაკვეთად.

უდაოდ, ათასობით პალესტინელის დაღუპვა ღაზაში  არის ტრაგედია და მსოფლიო საზოგადოება უნდა იღებდეს ყველა საჭირო ზომას, რათა ის შეწყდეს. თუმცა, ისრაელელების დაღუპვა ჰამასის ხელიდან 7 ოქტომბერს ეს ასეთივე ტრაგედიაა და მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ეს არ განმეორდეს. სწორედ ებრაელელთა ქიშპი გახდა ცახალის მოქმედებების მიზეზი ღაზაში და არა პირიქით. თუმცა, ანტისემიტმიზი უპირატესობას ანიჭებს არ შენიშნოს ასეთი ცხადი ფაქტები. ირანი საუბრობს „სიონისტური რეჟიმის დანაშაულებზე“, ხოლო თურქეთი ამაში დასავლეთს ადანაშაულებს.

ერთი წუთით, ეს ხომ სადღაც ვნახეთ უკვე!

რასაკვირველია, ნაკლებად დასაჯერებელია, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისლამური ქვეყნების ლიდერებმა ძალიან კარგად გაშიფრეს ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების სახელმწიფო სამსახურის ამჟამინდელი მეთაურის ვიქტორ ელენსკის ბროშურა, რომელიც მან გამოუშვა შორეულ 1988 წელს.

ჩვეულებრივი ჩინოვნიკის ჩევულებრივი ანტისემიტიზმი - სურათი 1

სტუდენტის ათეისტური ბიბლიოთეკა

ვ.ე. ელენსკი

იუდეური კლერიკალიზმი და სიონიზმი

კიევი

საგამომცემლო გაერთიანება „ვიშა შკოლას“

სათაო გამომცემლობა

1988

ამ ბროშურაში ვ. ელენსკი თავიდან დითირამბებს უმღერის მარქსიზმ-ლენინიზმს: „არ შეიძლება არ გაგვაოცოს ლენინის აზრის მასშტაბურობამ და სიღრმემ, მისმა გენიალურობამ იმ საშინელი უბედურებების განჭვრეტაში, რომელიც შეუძლია მსოფლიოს მოუტანოს კაპიტალიზმის განვითარების  ფაზამ“.

შემდეგ ის აჟღერებს სწორედ იმ იდეებს, რომლებიც ისმის თანამედროვე ანტისემიტების ბაგიდან: სიონიზმის დანაშაულსა და მის მჭიდრო კავშირზე დასავლეთთან, რომელსაც ვ. ელენსკის ტერმინილოგიაში ეწოდება იმპერიალიზმი.

„ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ყველაზე რეაქციულ და მეომარ ნაირსახეობას წარმოადგენს სიონიზმი. ამჟამად ის წარმოადგენს  ებრაული ბურჟუაზიის იდეოლოგიას, პოლიტიკურ პრაქტიკას, რომელიც შერწყმულია დასავლეთის, პირველ რიგში, აშშ-ს  მონოპოლისტურ ბურჟუაზიასთან,  რომელიც გამოხატავს მის ინტერესებს“.

ამასთან, ვ. ელენსკის არ შეეძლო არ სცოდნოდა, რომ პრაქტიკულად ყველა ავტორიტეტული მსოფლიო განმარტებითი ლექსიკონები ტერმინის „სიონიზმი“ ქვეშ გულისხმობენ სულ სხვა რამეს: „პოლიტიკური მოძრაობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ებრაელი ხალხის გაერთიანება და აღორძინება მის ისტორიულ სამშობლოში - ისრაელში და შესაბამისი იდეოლოგიური კონცეფცია“. ამაზე ვ. ელენსკი ამჯობინებს დუმილს, იყენებს ტერმინს „სიონიზმი“ ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურ ჭრილში, ისე როგორც თავისთავად ნაგულისხმევს. აი, რას წერს ის შემდეგს:

„წარმოიქმნა რა XIX საუკუნის ბოლოს, სიონიზმი თანამიმდევრულად და ურყევად ევოლუციონირდა ღია რასიზმის მიმართულებით, იყენებს რა თავის იდეოლოგიასა და პოლიტიკაში ყველაზე რეაქციულ კონცეფციებსა და მეთოდებს. მთელი სიცხადით ვლინდება სიონიზმის ანტიკომუნისტური და ანტისაბჭოთა შინაარსი, მისი მიმართულება მსოფლიოს ძალთა და ნაციონალურ-განმანთავისუფლებელი მოძრაობების წინააღმდეგ“.

ელენსკი იქამდე მიდის, რომ სიონიზმს აცხადებს მსოფლიო მმართველად და მას რასიზმსა და შოვინიზმში სდებს ბრალს. ციტატა: „დღეს საერთაშორისო სიონიზმი ხდდება სხვადასხვა კლერიკალური ცენტრის მოქმედებებისა და კაპიტალისტური ქვეყნების ფორმირებების კოორდინატორი, არსებითად უდგება რა მას სათავეში. კლერიკალურ-სიონისტური ალიანსის იდეოლოგია და პრაქტიკა, განსაკუთრებით მის ებრაულ ვარიანტში ხდება სულ უფრო აგრესიული, რასისტული, ხოლო შოვინიზმისა და ტერიტორიული ექსპანსიის მისტიფიკაცია და რელიგიური აპოლოგია იზრდება“.

შემდეგ ეთნოპოლიტიკისა და სინდისის თავისუფლების საკითხებში სახელმწიფო სამსახურის მეთაური ეჭვს ქვეშ აყენებს თავად ებრაელი ერის არსებობას. აი, რას წერს ის: „მსოფლიო ებრაელი ერის“ არსებობის დასაბუთების მცდელობები, მტკიცება, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ებრაელები, რომლებიც საუბრობენ სხვდასხვა ენაზე და ა.შ. შეადგენენ ერთიან, ექსტერიტორიულ ნაციას, ამაოა. ისინი (ებრაელები - რედ,) არ წარმოადგენენ ეთნიკურ ერთობას, არამედ იყოფიან რამოდენიმე ეთნოსად“.

ეს ღია ანტისემიტიზმია, რამდენადაც თავად მტკიცება არსებითად აბსურდულია.

მაგალითად, არავის მოუვა თავში იმის მტკიცება, რომ უკრაინელები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, „არ წარმოადგენენ ეთნიკურ ერთობას“. იგივე ითქმის სხვა ხალხებთან დაკავშირებითაც. თუმცა, ებრაელებთან მიმართებაში მსგავსი რამის მტკიცება, ვ. ელენსკისა და ანტისემიტების გაგებით, შესაძლებელია.

წამოაყენა რა თეზისი იმის შესახებ, რომ ებრაელები სულაც არ წარმოადგენენ ერთ ხალხს, ვ. ელენსკი ამტკიცებს, რომ ებრაელებს აერთიანებს იუდეური რელიგია. თუმცა, პირველ რიგში, ებრაელების მნიშვნელოვანი ნაწილი სულაც არაა რელიგიური. ამას ამტკიცებს, მაგალითად, ახლო წარსულში პოლიტიკური კრიზისი ისრაელში, რომელიც უკავშირდება რელიგიური და საერო პოლიტიკური ძალების დაპირისპირებას. მეორეც, იუდაიზმში ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმდინარეობა და სექტაა: ჰასიდები, კაბალისტები, ორთოდოქსები და ბევრი სხვა. თუ ელენსკიმ ეს არ იცის, ეს აჩვენებს მისი პროფესიონალიზმის დონეს რელიგიათმცოდნეობაში, ხოლო თუ იცის, ადასტურებს  შეგნებულ მანიპულაციას.

რასაკვირველია, ალბათ, არ წაუკითხავთ ვ. ელენსკის შრომები ირანის, თურქეთის ან ისრაელისადმი მტრული დამოკიდებულების ქვეყნების წარმომადგენლებს. თუმცა, მათი განცხადებების მსგავსება, იმდენად ძლიერია ბროშურაში გამოხატულთან, რომ ძნელია არ შენიშნო ეს. კიდევ უფრო ნიშანდობლივია ის, რომ ვ. ელენსკი მეცნიერულად ასაბუთებს თავის პუბლიკაციაში ნარატივებს, რომელსაც დღეს ვ. პუტინი აჟღერებს.

ქვეყანა-აგრესორის მეთაური სიტყვებითაც და საქმითაც ადასტურებს თავის ანტისემიტურ პოზიციას. მისმა გამონათქვამებმა საბაბი მისცა ვ. ზელენსკის რფ-ს მეთაურისთვის ეწოდებინა „ანტისემიტიზმის მეორე მეფე ჰიტლერის შემდეგ“. კიდევ უფრო მკვეთრი ანტისემიტური განცხადებები გააკეთა რფ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ს.ლავროვმა. კერძოდ, მან განცხადება გააკეთა „ადოლფ ჰიტლერის ებრაული ფესვების შესახებ“.

თავად ვ. პუტინი ამტკიცებს, რომ რუსეთში ანტისემიტიზმი არაა და რომ ეს განცხადება საერთოდ ძალიან გადაჭარბებულია, რაც ზუსტად იმეორებს ვ. ელენსკის ნარატივებს. აი, რას წერს ესთსს-ს მეთაური: „ანტისემიტიზმის საყოველთაოობა არის სიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე რეაქციული მითი. ანტისემიტიზმი პირველად დაამარცხეს ბოლშვიკებმა, რომლებმაც ხელში აიღეს ძალაუფლება, აღმოფხვრეს ნაციონალური და რელიგიური მტრობის სოციალურ-ეკონომიკური ფესვები და ანტისემიტიზმი კანონგარეშე დააყენეს“.

ვ. ელენსკი ცდილობს თავისი მკითხველები დაარწმუნოს იმაში, რომ მითს სსრკშ- ანტისემიტიზმის შესახებ ავრცელებენ სიონისტები. ციტატა: „სიონისტები იმათ რიცხვში არიან, ვინც ნებისმიერი საშუალებით არის მზად ჩირქი მოსცხოს სოციალიზმის მიღწევებს, აქარწყლებს მითს „საბჭოთა სამხედრო საფრთხის“ შესახებ, ცდილობს გააღვივოს ნაციონალისტური განწყობები, იმოქმედოს რელიგიურ გრძნობებზე“.

ვ. პუტინმა მახაჩკალაში ბოლოდროინდელ არეულობებში, სადაც გაავებული ბრბო ეძებდა ებრაელებს, დაადანაშაულა დასავლეთი და უკრაინა, განაცხადა რა, რომ თითქოს ჩვენი ქვეყნიდან მიდიოდა ბრძანება დაღესტნელებისთვის დაეკავებინათ აეროპორტი და ეცემათ ებრაელები. მისი სიტყვებით, დაღესტანში ანტისემიტური არეულობები ინსპირირებულია „არა ბოლოს უკრაინის ტერიტორიიდან დასავლეთის სპეცსამსახურების ხელით“.

ყველაფერი ისეა, როგორც ელენსკის ციტატაში: „სიონისტების მიერ გამოყენებული საშუალებების არსენალი, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლური აქციებისთვის, ძნელია ჩამოთვალო. აქ არის ხმაურიანი პროპაგანდისტული კამპანიები, ემისარების ბოროტული გზავნილების დაგზავნა, საიდუმლო ინფორმაციების შეგროვება და ფაბრიკაცია, „დაჩაგრული საბჭოთა ებრაელებისთვის“ ლოცვა და დარბევა საზღვარგარეთ საბჭოთა მოქალაქეების მიმართ, რადიოდივერსია და ძლიერი ზეწოლა თეთრი სახლის ადმინისტრაციაზე“.

აი, ციტატა, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ვ. ელენსკი სულაც არ საყვედურობს თავის თავს, როცა ამბობს, რომ უკრაინაში არ არის დევნა ეკლესიაზე. 1988 წლის ბროშურაში ის ამტკიცებდა, რომ სსრკ-ში არ არის მორწმუნეთა დევნა, ამასთან მაშინ, როცა სარწმუნოებისთვის განადგურებულთა რიცხვი არა ასეულ ათასს, არაემდ მილიონებსაც აღწევს. ციტატა :“სიცრუე მორწმუნეების „დევნაზე“ სოციალიზმის დროს, რელიგიური ინსტიტუტების „ძალადობრივ აღმოფხვრაზე“ ვრცელდება სულ უფრო მტკიცედ“.

პრინციპში, თითქმის იგივეა, რასაც დღეს ის აცხადებს უკრაინაში უმე-ზე „დევნის არარსებობაზე“.

საერთოდ, იმაში, რომ ვ. ელენსკის ბროშურა „იუდეური კლერიკალიზმი და სიონიზმი“ - არის ანტისემიტიზმის პროპაგანდა, არანაირი ეჭვი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ბროშურაში ხდება იმის მტკიცება, რომ სსრკ-ს ბრალდებები ანტისემიტიზმში არის სიონისტური ნარატივი. ის, რომ ვ. ელენსკიმ ეს ბროშურა დაწერა 1988 წელს, გასაკვირი არაა. ის იყო შედარებით ახალგაზრდა საბჭოთა ათეისტ-რელიგიათმცოდნე, სურდა კარიერის გაკეთება და წერდა იმას, რასაც მისგან მოითხოვდა კომუნისტური პარტიის იდეოლოგია.

გასაკვირია სხვა რამ - როგორ შეიძლებოდა ამ ადამიანს დაეკავებინა სახელმწიფოს სტრუქტურის მეთაურის პოსტი, რომელიც მართავს რელიგიისა და ეთნოპოლიტიკის სფეროს თანამედროვე დემოკრატიულ უკრაინაში? ჩვენთან რომ იყოს შეჭმარიტი ლუსტრაცია, ვ. ელენსკი მისი კომუნისტური, ათეისტური და ანტისემიტური ბექგრაუნდით ისტორიის წარსულში დარჩებოდა.

გასაკვირია, როგორ შეუძლია ვ. ზელენსკის, რომელიც აცხადებს ისრაელის მხარდაჭრის შესახებ, სახელმწიფო სამსახურში ჰყავდეს ადამიანი, რომელიც ჯერ კიდევ 35 წლის წინ ღიად აცხადებდა ყველა იმ ნარატივზე, რომელიც დღეს ისმის რუსეთის ლიდრების ბაგიდან, რომლებიც აწარმოებენ ომს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ირანის ლიდერების ბაგიდან, რომლებიც რფ-ს აწვდიან დრონებს, რომელთაგან უკრაინელები ყოველ ღამეს იტანჯებიან და ა.შ.

იქნებ, ვ. ელენსკიმ დღეს შეიცვალა თავისი შეხედულებები? იქნებ, ის უკვე არ თვლის, რომ „ბურჟუაზიული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ყველაზე რეაქციულ და მეომარ ნაირსახეობას წარმოადგენს სიონიზმი“? თუმცა, ვ. ელენსკის ამაზე არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.

ვფიქრობ, რომ უკრაინის საზოგადოებამ ვ. ელენსკისგან უნდა მოითხოვოს ან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მისი ანტისემიტიზმის გამო, ამასთან - კომპარტიის ქებაზე, ანტისაეკლესიო პროპაგანდაზე ან გადადგომა სახელმწიფო სამსახურიდან.

ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სწორედ ასე მოიქცეოდნენ. მოიქცევიან კი ასე ჩვენთან? ზოგადად, მოცემული შემთხვევა ვ. ელენსკის ანტისემიტიზმთან დაკავშირებით  არის ერთგვარი ტესტი უკრაინის მზადყოფნაზე შეუერთდეს ევროკავშირს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
ასევე წაიკითხეთ